This is default featured slide 1 title

Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

This is default featured slide 2 title

Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

This is default featured slide 3 title

Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

This is default featured slide 4 title

Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

This is default featured slide 5 title

Go to Blogger edit html and find these sentences.Now replace these sentences with your own descriptions.This theme is Bloggerized by Lasantha Bandara - Premiumbloggertemplates.com.

воскресенье, 30 ноября 2008 г.


,,სულ ვმღერი ერთის გულითა
ვნატრობ: გამაძღე, ბუნებავ,
ბავშვების სიყვარულითა!”
შიო



შიო მღვიმელს თავისი სახელი ბედმა არგუნა - იგი საქართველოში ჩამოსულ თორმეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი მამის წმინდა შიოს ხსნების დღეს დაიბადა. მღვიმელი ფსევდონნიმად ნიკო ლომოურმა უბოძა (,,ის ბერიც შენსავით წყნარი იყოო“), ხოლო სულიერი მამობა - მისმა საბავშვო პოეზიამ (ი. გრიშაშვილი).



შიოს ფსევდონიმი
1) ზაყელი
2) მღვიმელი
3) თანამგრძნობელი
4) მერცხალა
5) პელაგიაშვილი (შიოს დედა პელაგია ერქვა)
6) ჭაღარა
7) იოლა
8) ძველი

იუბილე თბილისში (30)

,,შიო მღვიმელის დღესასწაულმა სახაზინო თეატრში იშვიათის ზეიმით ჩაიარა. მთელის დღესასწაულის შნოსა და ლაზათს შეადგენდა მონაწილეობა ბავშვებისა, რომლებმაც თავიანთი გულწრფელი ტიტინით, მისალოცი ლექსების კითხვით, სიმრერით და დაკვრით მოხიბლეს და მოაჯადოვეს მსმენელნი და განსაკუთრებით თვით იუბილარი ,,ძია შიო“, რომელიც ნეტარების ცრემლმორეული ბავშვებს ხელში იტაცებდა , გულში მხურვალედ იკრავდა დაჰკოცნიდა“.
1916 წელი, (კორესპონდენტი)

იუბილე ქუთაისში

,,მატარებლის გაჩერებისას შიოს ვაშას ძახილით და ხანგრძლივი ტაშის კვრით შეხვდა დამსწრე საზოგადოება.. მოსწავლეებმა ,,ძია შიო“ ხელში აიყვანეს და მისთვის საგანგებოდ დაქირავებულ ეტლამდის მიიყვანეს. ეტლს გარს შემოეხვია ხალხი და თაშს უკრავდა. შემდეგ სადგურის ქუჩის რამდენსამე მანძილზე მოსწავლეები ორ მწკრივად დალაგდნენ დქა ეტლი ,,ვაშას“ძახილით და ტაშის კვრით გაისტუმრეს ტფილისის ქუჩით. გზადაგზა ხალხი და მოწაფეები თანდათან ემატებოდნენ . . . ეტლით გაემგზავრნენ ქალაქის თეატრისაკენ; ხალხი ორპირად იყო ჩამწკრივებული, შიოს მხურვალე ტაშისცემიტ შეხვდნენ და მიაცილეს თეატრის კარებამდის; თეატრი ხალხით გაიჭედა, ასე რომ ტევა აღარ იყო.
1916 წელი

1925 წელს შიო მღვიმელს 40 წლის ლიტერატურული მოღვაწეობის იუბილე გადაუხადეს

ბ ი ო გ რ ა ფ ი ა

შიო მღვიმელი (შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი) დაიბადა 1866 წლის (12)15 თებერვალს სოფელ ბრეთში (ახლანდელი ქარელის რაიონი).
ილარიონ ქუჩუკაშვილი სოფლის ღარიბი მღვდელი იყო. იგი სოფლის მეურნეობასაც ეწეოდა. შიოს დაბადებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ილარიონი სოფელ ვარიანში გადაიყვანეს მღვდლად და მრავალრიცხოვანი ოჯახიც იქ გადავიდა საცხოვრებლად.
ამ სოფელში გაატარა ბავშვობა შიო მღვიმელმა. პატარა შიო დაახლოებით შვიდი წლისა იქნებოდა, როდესაც უფროსმა ძმამ წაიყვანა კახეთში, სოფელ შილდაში, სადაც თვითონ მასწავლებლად მუშაობდა. მათ სოფელი აფორიაქებული დახვდათ ლეკთა თავდასხმის მოლოდინში. ამის გამო იძულებული გახდნენ, მთელ სოფელთან ერთად, მთელი ერთი თვით ,,გალავანში“ შეეფარებინათ თავი.
1879 წლის შემოდგომაზე უფროსმა ძმამ შიო თბილისში ჩამოიყვანა, თბილისიდან კი სოფელ ვარიანში დაბრუნდა, მაგრამ აქ დიდხანს არ დარჩენილა. ძმამ სანდრომ (მამა ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო) გადაწყვიტა იგი შუამთის მონასტერში მიებარებინა აღსაზრდელად. ამ მიზნით 1881 წელს, მან შიო გორში ჩამოიყვანა. ისინი ღამის გასათევად ცნობილი ხალხოსნის შიო დავიტაშვილის ოჯახში შეჩერდნენ.
შიო დავითაშვილმა და მიშო ყიფიანმა სანდროს ბავშვი გორში დაატოვებინეს და თვითონ იკისრეს მისი აღზრდა. პატარა შიო გორის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ოთხკლასიან სანიმუშო სკოლაში ჩარიცხეს. გორში მიიღო მან პირველი პოეტური ნათლობა. აქვე ნიკო ლომოურმა შეარქვა მას მღვიმელი და ბოლოს, გორში დაუმეგობრდა შიო დიდებულ ძმებს ვაჟა, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილებს.
შიომ 1887 წელს დაამთავრა სასწავლებელი და თბილისში დაიწყო მუშაობა ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“წიგნის მაღაზიის გამდედ, 19091923 წლებში კი ქართული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში კორექტორად მუშაობდა.
1929 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული მწერალი.
შიო მღვიმელი გარდაიცვალა 1933 წლის 28 დეკემბერს. იგი დასაფლავებულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მასზე ამბობდნენ:

,,ბავშვთ გულის მესაიდუმლევ,
ჰშრომობ მღვიმეში ჩუმადა,
ბავშვების ჭირი და ლხენა
გულს მიგაჩნია წყლულადა.
მე როდი მომეწონება
სიტყვა ნათქვამი უმადა,
იმიტომ გკოცნი პირშია,
გადმოგეხვევი ძმურადა“.
ვაჟა-ფშაველა


,,შიო მღვიმელი ნიჭიერი მწერალია. ყველანი პატარა კაცად თვლიან და ის კი არ იციან, რა დიდი კაციაო, ,,ვინც ბალრებს კეთილგონიერად ზრდის, იგია აღმზრდელი და გამაბედნიერებელი ერისა. საბავშვო მწერლობა ღვთიური ნიჭით მირონცხებულ სულით მდიდარ კაცს შეუძლიაო“.
ვაჟა-ფშაველა


თანამედროვეებმა ბავშვების აკაკი უწოდეს.


,,ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ბევრი რამ შეიცვალოს და გადაფასდეს, მაგრამ ქართველი ერის ხსოვნაში ვერ გაქრება სახელი შიო მღვიმელისა, რომელმაც თავი ქართველი ერის მომავლის - ბავშვების სულის გაწმენდას შესწირა.“
გივი გეგეჩკორი


,,ტქვენი ლექსები მივიღეთ. იმედი გვაქვს კვლავაც არ დაგვავიწყდება . . . გზას ნუ აუხვევთ ტქვენს მოკლეს, მარტივს და გრძნობით სავსე აზროვან ლექსებს“.
ჟურნალი ,,თეატრი“ 1886 წელი, #34

,,ჩვენი სიამტკბილობის მეგობარი“
ი. გრიშაშვილი